welcome to the afterlife

tumblr_nqpm90edji1rs644io1_1280[1]საერთოდ, ადამიანის საუკეთესო თვისება, ჩემი აზრით, ის არის, რომ თითოეულ ჩვენგანს წარმოსახვის უნარი გააჩნია. არც მე ვარ გამონაკლისი, რა თქმა უნდა. მე მაქვს ჩემს მიერ შექმნილი სამყარო. იმის ჩამოთვლა, რომ დავიწყო თუ რა ხდება იქ, მეც კი დავიღლები. გეტყვით უბრალოდ, რომ იქ ყველა ადამიანი არ არის კეთილი და სულ სიხარულიც და ბედნიერებაც არ არის. გაგიმხელთ იმასაც, რომ იქ იკრიბება ყველა ერთად, იქნებიან ეს გარდაცვლილი ადამიანები თუ ცოცხლები (თუმცა საკითხავი ის არის, ყველა ადამიანი, ვინც სუნთქავს ცოცხალია რომ?!). იქ თქვენ შეხვდებით ცნობილ მომღერლებს, მსახიობებს, თქვენს მეგობრებს, საკუთარ თავს, თქვენს მშბლებს, ყველას, ვისაც იცნობთ ან თვალი მოგიკრავთ. გააკეთებთ იმას, რასაც გინდათ. არავინ შეგზღუდავთ. დაუმეგობრდებით, გამოესაუბრებით მათ, ვისაც გინდათ. შეხვდებით თქვენს წარმოდგენაში შექმნილ ადამიანებსაც, წიგნის გმირებს, საყვარელ მომღერლებსა თუ მსახიობებს.

გაიცნობთ ახალ ადამიანებს, წაიკითხავთ წიგნებს სასურველ გარემოში. მოუსმენთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით. შეხვდებთ ყველას და ყველაფერს, რაც გინდათ. მოკლედ გააკეთებთ იმას, რაც მოგწონთ, რაც გსიამოვნებთ. როგორც ალეკსი იტყოდა But what I do I do because I like to do. ” ამ პრინციპით იცხოვრებთ იქ

 

არ ვიტყვი, რომ უაზრობა და სიგიჟეა იქ, რაც თქვენ ახლა წაიკითხეთ. უბრალოდ შესაძლოა ბავშვურად და ღიმილისმომგვრელად წერია ეს ყველაფერი, რადგან თითქოს დამიქვეითდა მკითხველისთვის რაიმეს მიწოდების უნარი.

////ღმერთო ჩემო, 4წლის წინანდელი დრაფტია და სერიოზულად ვფიქრობ, მართლა მე დავწერე თუ არა?////

ეს, სიმბოლურად.

Leave a comment